SERI(a) 3: Along the Lines
Concept: Nina Akhvlediani, Furqat Palvan-Zade
Graphic design: Timur Akhmetov
Editor: Furqat Palvan-Zade
Text: Rouzbeh Akhbari, Tim Ingold, Olya Korsun, Furqat Palvan-Zade, Salome Phachuashvili, Pieter Paul Pothoven.
Design and concept for the series: Olaf Nicolai, Helmut Völter
Reproductions by Dineba
Format: 19.5 x 29.5 cm
Pages: 204
Language: EN / GE
Cover: Soft
Year: 2024
Edition of 300
ISBN 978-9941-8-6414-8
„სერი(ა) 3: ხაზების გასწვრივ“
„სერი(ა) 3: ხაზების გასწვრივ“ თბილისის აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის მიერ 2019 წელს შემუშავებული პუბლიკაციების სერიის ახალი გამოცემაა.
სერი(ა) მუზეუმის სხვადასხვა საგამომცემლო საქმიანობის პლატფორმის როლს ასრულებს და მისი მთავარი მიზანია კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამ გამოცემის რედაქტირებასა და გამოშვებაზე მუშაობენ გარედან მოწვეული კურატორები. სერი(ა) მუზეუმის საგამომცემლო საქმიანობის საერთაშორისო პლატფორმაა და მეაბრეშუმეობის თემაზე შექმნილი მრავალფეროვანი მასალის ერთგვარ არქივს წარმოადგენს.
სერი(ა)-ს მესამე გამოცემის მთავარ შთაგონებად იქცა ბრიტანელი ანთროპოლოგის ტიმ ინგოლდის ესეი „ძალიან მოკლე მოგზაურობა ხაზების ისტორიაში“ და ავტორის მიერ შემუშავებული სტრუქტურა. თავის ჩანაწერებში, სხვა თემების პარალელურად, ის ყურადღებას ამახვილებს ჩვენს სხეულებში ღრმად ჩამარხულ ცოდნასა და სიბრძნეზე. ამ ნაგულისხმევი ცოდნის უკეთ გასაგებად ინგოლდი გვთავაზობს ხაზის კონცეფციას: საბაზისო და უნივერსალური ელემენტს, რომელიც ყველაფერს ყველაფერთან აკავშირებს, ყველას – ყველასთან;
სერი(ა)-ს მესამე გამოცემაში რამდენიმე, ფიზიკური და წარმოსახვითი ხაზი გავავლეთ — წამოვიწყეთ მოგზაურობა ევრაზიაში, რომელიც თბილისის აბრეშუმის მუზეუმში დაცული ძაფებიდან იწყება. მხატვარი და მწერალი პიტერ პაულ პოტჰოვენი მოგვითხრობს მოგზაურობაზე ბადახშანში (ავღანეთი), სადაც მან მიაკვლია უძვირფასეს მუქლურჯ პიგმენტს, ლაპის ლაზულს. მხატვარი და ანთროპოგეოგრაფი რუზბე ახბარი გილანში (ირანი) არსებული მიტოვებულ აბრეშუმის ფაბრიკას იკვლევს და იმას, თუ როგორ გადაიქცა ფაბრიკა გადამფრენი ფრინველების თავშესაფრად. მოგზაურობა უზბეკეთში, ფერღანის ხეობაში მთავრდება, სადაც რეჟისორმა და მკვლევარმა, ოლია კორსუნმა შემთხვევით გაიცნო ერთი ქალბატონი, რომელიც აბრეშუმს დღესაც ისევე ართავს, როგორც ამას ათასობით წლის წინ აკეთებდნენ. თბილისიდან მარგილანისკენ, მარგილანიდან გილანისკენ, გილანიდან ბადახშანში და იქიდან ისევ უკან, თბილისში.
კონცეფცია: ნინა ახვლედიანი, ფურქათ ფალვან-ზადე
გრაფიკული დიზაინი: ტიმურ ახმეტოვი
რედაქტორი: ფურქათ ფალვან-ზადე
ტექსტი: რუზბე ახბარი, ტიმ ინგოლდი, ოლია კორსუნი, ფურქათ ფალვან-ზადე, სალომე ფაჩუაშვილი, პიტერ პაულ პოტფოვენი.
სერიული გამოცემის დიზაინი და კონცეფცია: ოლაფ ნიკოლაი, ჰელმუტ ფოლტერი
ფოტო დოკუმენტაცია: „დინება“
ფორმატი: 19.5 x 29.5 სმ
გვერდების რაოდენობა: 204
ენა: EN / GE
ყდა: რბილი
გამოცემის წელი: 2024
ტირაჟი 300
ISBN 978-9941-8-6414-8
SERI(a) 3: Along the Lines
Concept: Nina Akhvlediani, Furqat Palvan-Zade
Graphic design: Timur Akhmetov
Editor: Furqat Palvan-Zade
Text: Tim Ingold, Olya Korsun, Furqat Palvan-Zade,Rouzbeh Akhbari, Salome Phachuashvili, Pieter Paul Pothoven
Design and concept for the series: Olaf Nicolai, Helmut Völter
Reproductions by Dineba
Format: 19.5 x 29.5 cm
Pages: 204
Language: EN / GE
Cover: Soft
Year: 2024
Edition of 3000