Gift to Irma
Elene Chantladze
A selection of works Elene Chantladze gifted to her daughter Irma, accompanied by a text by Miciah Hussey, Stories in Stones: The Art of Elene Chantladze.
What animates Chantladze’s drawings and paintings, as Hussey’s accompanying text describes, is the combination of her unconventional choice of media, her elliptical approach to subject and composition, and the meaning she manages to wrest from the poorest of materials. Drawing on psychoanalytical and critical theory, Hussey’s text is at heart situated around a personal encounter with the artist and her work, and for this new book serves as much as companion as interpreter: a witness, alongside the reader, to a lexicon that is entirely Chantladze’s own.
‘Born by the sea in Supsa, Georgia, a town named after the river running by her home, Elene Chantladze gathered stones, wrote stories and plays, kept diaries, and read voraciously from a young age. Many of her writings were included in “friends’ books,” anthologies issued by the local Writer’s Union, and recently have been published in their own volumes. For much of her life, she has lived in Tskaltubo, working in the area’s various sanatoriums and diagnostic centers to support her family. She persevered within the repressive atmosphere of Soviet occupation, seizure of Georgian lands, wars with Russia, and its continued looming threat over her homeland. It was amid this strife that she would discover the means to create her work. At her jobs, she would collect the empty chocolate boxes discarded by doctors, the old calendar pages the nurses gave her, or any thrown-out items with surfaces suitable to make drawings and paintings.’ —Miciah Hussey
Editor: Nina Akhvlediani, Lisa Offermann, Dan Solbach
Text: Miciah Hussey
Design: Timur Akhmetov
Language: EN / GE
Format: 24 x 32 cm
Pages: 136
Year: 2025
Publisher: Posta Press, Tbilisi and Kona Books, Tbilisi
ISBN: 978-9941-8-7814-5
საჩუქარი ირმას
ელენე ჩანტლაძე
ელენე ჩანტლაძის ნამუშევრების ნაკრებს, რომელიც მან საკუთარ ქალიშვილს, ირმას უსახსოვრა, ახლავს მიქაია ჰუსეის ტექსტი, “ქვებში მოქცეული ამბები: ელენე ჩანტლაძის ხელოვნება”.
ჩანტლაძის ნახატებსა და ფერწერულ ტილოებს — როგორც ამას ჰუსეის თანმხლები ტექსტი აღწერს — აცოცხლებს მედიუმის არაორდინალური არჩევანი, სუბიექტისა და კომპოზიციისადმი მისი ელიფსური მიდგომა და ის საზრისი, რომლის 'გამოდნობასაც’ იგი უმარტივესი მასალებისგან ახერხებს. ფსიქოანალიტიკურ და კრიტიკულ თეორიაზე დაყრდნობით, ჰასის ტექსტი თავისი არსით ეფუძნება ხელოვანთან და მის შემოქმედებასთან პირად შეხვედრას და ეს ახალი წიგნი მკითხველისთვის ერთდროულად მეგზურიცაა და ინტერპრეტატორიც: თვითმხილველი, მკითხველის გვერდიგვერდ, იმ ლექსიკონისა, რომელიც მთლიანად ჩანტლაძის საკუთრებაა.
"ელენე ჩანტლაძე დაიბადა საქართველოში, ზღვისპირა სოფელ სუფსაში, რომელსაც იმ მდინარის სახელი ჰქვია, ჩანტლაძის სახლის გვერდით რომ მიედინება. ის ბავშვობიდანვე აგროვებდა ქვებს, წერდა მოთხრობებსა და პიესებს, აწარმოებდა დღიურებს და ბევრს კითხულობდა. მის ნაწარმოებთაგან ბევრი ადგილობრივი მწერალთა კავშირის მიერ გამოცემულ ანთოლოგიებშია შესული, ცოტა ხნის წინ კი ცალკე ტომებადაც გამოიცა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან წყალტუბოში გაატარა, სადაც სხვადასხვა სანატორიუმსა და დიაგნოსტიკურ ცენტრში მუშაობდა და ოჯახს ასე არჩენდა. ელენე ჩანტლაძე არ ეპუებოდა საბჭოთა ოკუპაციის დამთრგუნველ ატმოსფეროს, საქართველოს მიწების მიტაცებას, რუსეთთან ომებს და მუდმივ საფრთხეს, რომელიც მის სამშობლოს ჩრდილოეთიდან ემუქრებოდა. სწორედ ამ ქარცეცხლიან წლებში დაიწყო მან სხვადასხვა საშუალებით ნამუშევრების შექმნა. სამსახურში ექიმების მიერ გადაყრილ შოკოლადის ცარიელ კოლოფებს, ექთნების მიერ მოხეულ კალენდრის ფურცლებსა თუ სახატავად ვარგის ნებისმიერ ნივთს აგროვებდა." — მიქაია ჰუსეი
რედაქტორი: ნინა ახვლედიანი, ლიზა ოფერმანი, დენ ზოლბახი
ტექსტი: მიქაია ჰუსეი
გრაფიკული დიზაინი: ტიმურ ახმეტოვი
ენა: EN / GE
ფორმატი: 24 x 32 სმ
გვერდების რაოდენობა: 136 გვ
წელი: 2025
გამომცემელი: "ფოსტა პრესი", თბილისი და "კონა წიგნები", თბილისი
ISBN: 978-9941-8-7814-5

Gift to Irma
Elene Chantladze
A selection of works Elene Chantladze gifted to her daughter Irma, accompanied by a text by Miciah Hussey, Stories in Stones: The Art of Elene Chantladze.
Born by the sea in Supsa, Georgia, a town named after the river running by her home, Elene Chantladze gathered stones, wrote stories and plays, kept diaries, and read voraciously from a young age. Many of her writings were included in “friends’ books,” anthologies issued by the local Writer’s Union, and recently have been published in their own volumes. For much of her life, she has lived in Tskaltubo, working in the area’s various sanatoriums and diagnostic centers to support her family. She persevered within the repressive atmosphere of Soviet occupation, seizure of Georgian lands, wars with Russia, and its con- tinued looming threat over her homeland. It was amid this strife that she would discover the means to create her work. At her jobs, she would collect the empty chocolate boxes discarded by doctors, the old calendar pages the nurses gave her, or any thrown-out items with surfaces suitable to make drawings and paintings.